ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის პრეზენტაცია
03/13/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
დღეს თელავის ისტორიის მუზეუმში, ერეკლე მეორის სასახლეში, თელავის პროფესიული საზოგადოებისთვის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაკვეთით, თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის შექმნაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, სპეციალისტებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში მუშაობდა.
პროექტი „მსოფლიო ბანკის\" მხარდაჭერით, „მუნიციპალური განვითარების ფონდმა\" დააფინანსა. პროექტის პრეზენტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თელავის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1lZcxjR