„ქართული ოცნების“ ღონისძიებას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც დაესწრებიან

14.12.2019 00:50

თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რეგიონებიდანაც დაესწრებიან. ზუგდიდიდან 06:00 საათზე გამოემგზავრა ავტომობილების კოლონა და როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, ღონისძიებაზე დასასწრებად ზუგდიდიდან თბილისში 6 000 ადამიანი ჩამოვა. მან კატეგორიულად უარყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, მოსახლეობის იძულებით წაყვანის შესახებ. მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფმა მხოლოდ მსურველთა ტრანსპორტირება უზრუნველყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: