ატმის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გრძელდება


კახეთში ატმის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და ხმაური გრეძელდება. კახელი გლეხები კვლავ ატმის რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობენ. გურჯაანში თუ გლეხები ატმის ბაღებს ჩეხავენ, თელავის სოფლებში ატამს ღორებს აჭმევენ. მოსახლეობის განცხადებით იმის გამო, რომ მოსავალი დიდია, მის გაყიდვას ვერ ახერხებენ. ხილი მალე ფუჭდება და რადგან მას მყიდველი არ ჰყავს, ღორებს კვებავენ. მათივე თქმით, რეალიზაციის მთავარ პრობლემას ატმის დაბალი ფასი ქმნის. გლეხები დახმარებას სახელმწიფოსგან და პრემიერ-მინისტრისგან ითხოვენ. მათი განცხადებით, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის ერთადერთი გამოსავალი რუსეთის ბაზარია.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13DSTAp

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან