აჩმის ვარდები, უგემრიელესი და ულამაზესი გადაწყვეტილება , მარტივი და სწრაფიც. #აჩმა#achma

29.03.2022 05:22

აჩმის ვარდები 📺 მომზადების ვიდეორეცეპტი ⤵️    • აჩმის ვარდები, უგემრიელესი და ულამაზე...   აჩმის სწრაფი და იოლი ხერხი ყოველდღიურობისთვის,როცა აჩმას ძირითადად სადღესასწაულოდ ვამზადებთ, რადგანაც საკმაოდ შრომატევადი მოსამზადებელია. ამიტომაც ამ რეცეპტით როცა მოგვენატრება,უცებ შეგვიძლია მოვამზადოთ და დავაგემოვნოთ. მაშ ასე 1 კვერცხი, 200 მლ. წყალი, ნახ.ჩ.კ.მარილი, 1 ს.კ. ზეთი და 2 ჭ. ფქვილი ავურიოთ და მოვზილოთ ცომი. დავასვენოთ 20 წთ. გავაბრტყელოთ მთლიანი ცომი თხლად, დავჭრათ 8-10 სმ.სიგანის ზონრებად, 1ც. ვარდისთვის დაგვჭირდება 1ც. მოუხარშავი დ 1ც. მოხარშული ზონარი ანუ ცომის ზონრების ნახევარს ადუღებულ წყალში ვხარშავთ 2 წთ.,შემდეგ კი ვყრით ცივ წყალში გასაგრილებლად. მოუხარშავ ზოლზე ვყრით ყველს, ვაფენთ ზემოდან მოხარშულ ზონარს , ვაყრით ისევ ყველს და ვახვევთ რულეტად. ნახავთ ვიდეოში . ზემოდან ვასხამთ კარაქს და ირგვლივ ვუსვამთ კვერცხს. ვაცხობთ , უგემრიელესი აჩმის ვარდები მზადაა.

გაზიარება: