ფინეთი ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადს აკეთებს

12.05.2022 00:41

ფინეთის პრეზიდენტი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ამ წუთებში აკეთებს. „ჩემი გზავნილი მკაფიოა – ფინეთი უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ეს ზიანს არავის მიაყენებს“, – განაცხადა მან. ქვეყანამ, რომელიც 1300 კილომეტრის სიგრძის საზღვარს იყოფს რუსეთთან, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-სთან პარტნიორული ურთიერთობები გააძლიერა. თუმცა, ამ დრომდე თავს იკავებდა გაწევრიანებისგან. ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნატო-ს მოკავშირეები ფინეთისა და შვედეთისთვის წევრობის მინიჭებას სწრაფად გეგმავენ, რითაც ევროპის ჩრდილოეთში კიდევ უფრო გაფართოვდება ალიანსის საზღვრები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: