5
ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრები გახდებიან - სამმხრივ მემორანდუმს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად მოაწერეს. დოკუმენტი ადასტურებს, რომ მადრიდის ნატო-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფინეთი გულდასმით ეკიდება თურქეთის წუხილს ტერორიზმის რისკებთან დაკავშირებით და გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას. მემორანდუმის ერთი პუნქტი შვედეთსა და ფინეთს ავალდებულებს, სრულად ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ასევე გულისხმობს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. ამის შესახებ თურქული მედია წერს. მედიის ცნობით, ასევე შვედეთი და ფინეთი ვალდებული იქნებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ „ქურთების მუშათა პარტიას“, რომელიც თურქეთისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ფინეთი და შვედეთი ვალდებული იქნებიან, ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჰელსინკიმ და სტოკჰოლმმა უნდა გააუქმონ აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა თურქეთში იარაღის ექსპორტზე. ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების სურვილი ერთი თვის წინ გამოთქვეს და ნატო-ში განაცხადი შეიტანეს. ორი ქვეყნის ამ გადაწყვეტილებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ულამაზესი სიმღერა!!
GeorgianMelodyქართულიმელოდია
ვეკო თოხაძე | სოციალური მედიის კურსი
Academy of Digital Industries
რას მოიცავს სოციალური მედია მარკეტინგის კურსი?
Smart Academy
სანდრო ასათიანი ტრადიციული და სოციალური მედია - შესავალი
Online Iliauni
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვიდ-19“ საგა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გააზიარეთ | Share
AraGviani
ახალი სახლი - 10.09.2023
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
შემთხვევა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster