სამმხრივი მემორანდუმი - ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრები გახდებიან
ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრები გახდებიან - სამმხრივ მემორანდუმს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად მოაწერეს. დოკუმენტი ადასტურებს, რომ მადრიდის ნატო-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფინეთი გულდასმით ეკიდება თურქეთის წუხილს ტერორიზმის რისკებთან დაკავშირებით და გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას. მემორანდუმის ერთი პუნქტი შვედეთსა და ფინეთს ავალდებულებს, სრულად ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ასევე გულისხმობს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. ამის შესახებ თურქული მედია წერს. მედიის ცნობით, ასევე შვედეთი და ფინეთი ვალდებული იქნებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ „ქურთების მუშათა პარტიას“, რომელიც თურქეთისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ფინეთი და შვედეთი ვალდებული იქნებიან, ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჰელსინკიმ და სტოკჰოლმმა უნდა გააუქმონ აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა თურქეთში იარაღის ექსპორტზე. ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების სურვილი ერთი თვის წინ გამოთქვეს და ნატო-ში განაცხადი შეიტანეს. ორი ქვეყნის ამ გადაწყვეტილებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
5
#მოამბე 21 საათზე, 30 ივნისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ახალციხის ციხის“ განვითარებისთვის სამმხრივი მემორანდუმი გაფ...
მეცხრე არხი ახალციხე
სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 6-12-2020
TV4. ge
ქუთაისის მერიამ სამმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გ...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
სამმხრივი შეთანხმება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთ-თურქეთის მემორანდუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster