აქცია მთავრობის სახლთან

07/11/2021

კიდევ ერთი აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილები. პროტესტი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

მთავრობის სახლთან მას შემდეგ დაიძაბა სიტუაცია, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს წითელი საღებავებით წარწერის გაკეთების საშუალება არ მისცეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, ტროტუარებსა და მთავრობის სახლის კედლებზე მაინც წააწერეს “მკვლელები“. აქციის მონაწილეები მთავრობის წევრების პოლიტიკურ პასუხიმგებლობას აყენებდნენ და გადაწყვეტილების მიმღები პირების გადადგომას მოითხოვდნენ.

#ელგუჯა_ბაგრატიონი

ვიდეოები „აჭარა ენმ / Adjara unm"-ისგან