საშიში ატრაქციონი ხელვაჩაურში
უხარისხოდ დამონტაჟებული ატრაქციონი ხელვაჩაურში. ახალშენში კონსტრუქციის წაქცევის შედეგად ბავშვები დაზიანდნენ. შემთხვევას შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. ვინ უნდა აგოს პასუხი? კომპანიამ, რომელმაც გასართობი მოედანი მოეწყო თუ მერიამ, რომელიც სამუშაოების დამკვეთია? მხარეები პასუხისმგებლობებს ვერ ინაწილებენ. დავას სასამართლო განიხილავს. პოზიციებს სიუჟეტიდან გაიგებთ ეს კონსტრუქცია, რამდენიმე დღის წინ წაიქცა. შემთხვევის ადგილზე ბავშვები იმყოფებოდნენ და სხეულის დაზიანებები მიიღეს. ინციდენტი ახალშენის მეურნეობის დასახლებაში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ფატალურ შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩნენ. საკითხს ოპოზიციაც გამოეხმაურა. „ნაციონალური მოძრაობა“ მუნიციპალიტეტის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ატრაქციონისთვის გამოყოფილი 35 ათსი ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა. სამუშაოები სამშენებლო კომპანია შპს „ კონსულმა“ განახცორციელა. კომპანიის დირექტორმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შენიშვნები ატრაქციონის პროექტის გაცნობისთნავე გამოთქვა. ნუგზარ ქათამაძის მტკიცებით, იგი თავიდანვე ამბობდა, რომ კონსტრუქცია არამყარი იქნებოდა. ხელვაჩაურის მერია ოპოზიციას ურჩევს, რომ საკითხი კარგად შეისწავლოს და ბრალდებები საფუძვლიანად წამოაყენოს. კახა ფუტკარაძე ამტკიცებს, რომ მერიამ დასრულებული პროექტი დაიწუნა და არ ჩაიბარა. უწყებასა და ტრაქციონის დამპროექტებელ, მშენებელ კომპანიას შორის საკითხზე, სამართლებლივი დავა, დღემდე, მიმდინარეობს. საგარანტიო ვადაში დაზიანებული ატრაქციონი 250 ოჯახის სარგებლობისთვის იყო განკუთვნილი. კომპანია, რომელმაც ატრაქციონი დააპროექტა შპს „ნიუ სთაილ ბილდინგია. აღნიშნული კომპანიის საკონტაქტო ნომერი გამორთულია და მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.. #მიშა_ბოლქვაძე
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
საშიში ატრაქციონი
Civil Press
ყველაზე საშიში ატრაქციონი მსოფლიოში!
Andrew - Mobile Gaming
10 ყველაზე საშიში ატრაქციონი მსოფლიოში
იცოდით, რომ
5 ყველაზე საშიში წყლის ატრაქციონი ( ნაწ. 2)
იცოდით, რომ
8 ყველაზე მაღალი და საშიში ატრაქციონი მსოფლიოში
იცოდით, რომ
10 ყველაზე საშიში ატრაქციონი მსოფლიოში
ELL Channel
ამ შემთხვევის შემდეგ ეს ატრაქციონი სამუდამოდ დახურეს !
გაიცანი მსოფლიო
5 ყველაზე საშიში წყლის ატრაქციონი
იცოდით, რომ