დაზიანებული გზები და გაჩეხილი ნარგავები - ბოლო დღეებში ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანა განახლდა
http://rustavi2.ge/ka/news/127268 დაზიანებული გზები და ჩაჭრილი ელექტროსადენები - აჭარიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანა გრძელდება. ამჯერად მორიგი გიგანტური ხეები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითშია გამზადებული. ხეების ტრანსპორტირების გამო, სოფლის საავტომობილო გზაზე მრავალწლიანი ნარგავები მოიჭრა. ჩაჭრილია ელექტროსადენებიც, რის გამოც, ადგილობრივებს რამდენიმე დღის განმავლობაში დენი არ მიეწოდებოდათ. სოფელში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, თუმცა, 4 დღის განმავლობაში ელექტრომომარაგება შეწყვეტილი ჰქონდათ. ადგილობრივების განმარტებით, ხეები უნებართვოდ მოიჭრა. მათი განცხადებით, ასწლოვანი ნარგავების გადასატანად გზა ვიწრო იყო, რის გამოც გზის გაფართოების სამუშაოები დაიგეგმა. მოსახლეობის თქმით, ზენითში გზა რამდენიმე წლის წინ მოაპირკეთეს და ხელახალი რეაბილიტაცია საჭირო არ იყო. "რამენაირად უნდა შენელდეს ამ კაცის პოზიცია. მთლად, ძირფესვიანად გაგვანადგურა,“ - აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები. ხეების გადატანის პროცესს ოპოზიცია გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროცესში საჯარო სამსახურის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. „ბიძინა ივანიშვილი რომ საუბრობდა, ერთი წელი მადროვეთო, ალბათა, ამას გულისხმობდა. ერთ წელიწადში ამოწურავს, ალბათ, ხეების თრევის პროცესს. რასაც ისურვებს ერთი კაცი, კეთდება ისე. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საკრებულოს თავმჯდომარე, მერი, პოლიციის უფროსი, სუს-ის უფროსი მხოლოდ ხეების ტრანსპორტირებას ემსახურებიან,“ - განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, ბონდო თედორაძემ. ავტორი: სოფო ჭულუხაძე.
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
უამინდობა სამეგრელოში - დაზიანებული გზები და უშუქოდ დარჩენილ...
Civil Press სამოქალაქო პრესა
აქცია-პერფორმანსი ბათუმის მერიასთან. დაზიანებული გზები და ორ...
ალტერნატივა
ავარიული სახლები, დაზიანებული გზები და მოუწესრიგებელი ინფრას...
თბილისის საკრებულო – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
დასახლება კანალიზაციის გარეშე, დაზიანებული გზები და ანტისანი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეწყვეტილი სასწავლო პროცესი, დაზიანებული გზები და დატბორილი...
TV IMEDI
თურქეთსა და სირიაში დაღუპული ადამიანების რაოდენობა ამ დროისთ...
Euronews Georgia
ძლიერი წვიმის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უხვი ნალექის გამო დაზიანებული გზები, დატბორილი ქუჩები და სახ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia