კორცხელის დედათა მონასტრის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 304 ათასი ლარი გამოიყო
06/06/2017
Radio Atinati-ის
მიერ
კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 304 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინიციატივას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„შარშანდელი ხანძრის შემდეგ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ მონასტერს გავარემონტებდით. ხარჯები დათვლილია და მისი რეაბილიტაციისთვის 304 000 ლარია საჭირო“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ.
მისივე თქმით, აღნიშნული თანხა რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილ 650 000 ლარში შედის. დარჩენილი 346 000 ლარი კი კორცხელში წყალმომარაგების დამატებით სამუშაობს, ჭკადუაშსა და ინგირში გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
ცნობისთვის, კორცხელის დედათა მონასტრის შენობა მიმდინარე წლის 17 მაისს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის მესამე სართული.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/