სოფელ ცაიშში დევნილები ბინით უზრუნველყოფას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის სანატორიუმის სამრეცხაოს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები განსახლებას ითხოვენ. ისინი საცხოვრებელი შენობის ეზოსთან შაეიკრიბნენ და საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს. მათი თქმით, აქ 25 წელია რთულ პირობებში არასულწლოვანებთან ერთად ცხოვრობენ და მათი ბინებით დაკმაყოფილება ამ დრომდე ვერ მოხდა. „გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება, ვის არ მივმართეთ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ბინით არ დაგვაკმაყოფილეს, რადგან 4 ქულა მოგვანიჭეს რაც არ გვყოფნის“, - განაცხადეს დევნილებმა. სამრეცხაოს ყოფილ შენობაში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ. „შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში და ეს ადამიანები დგანან ყოველდღიური საშიშროების წინაშე. ადგილობრივი მთავრობას რეაქცია ამ ყველაფერსზე არის ნულის ტოლფასი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაის, რომ დაინტერესდეს დევნილების მდგომარეობით და დაეხმაროს მათ, წინაარმდეგ შემთხვევაში ამ დევნლებთან ერთად ჩვენ დავდეგბით მაჟორიტარის ბიუროსათან“, -თაქვა ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ. თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავს თქმით, სამინისტრო ინფორმირებულია ამ შენობის თაობაზე თუმცა ამ ეტაპზე , გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ ააქვთ საკმარისი ქულები, ბინებით უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება. „აღნიშნული ფართიდან მათ გამოთავისუფლებას სამინისტრო არ აპირებს ,ჩვეულებრივ კონკურსის წესით განაწილდება ბინები და მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა“,- აღნიშნა ჩილაჩავამ. ჩილაჩავასივე ინფორმაციით, მათ სოფლად სახლების შეძენა შესთავზეს, თუმცა დევნილებმა უარი განაცხადეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სოფელ ცაიშში ჩასახლებული დევნილები შველას ითხოვენ
makho Basy
შევარდნაძე-იოსელიანის კრიმინალური ბანდების მხეცობა სამეგრელო...
Daniel Savaneli
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკ...
Radio Atinati
გეოლოგეები: ცაიშის თერმული წყლები საკმარისია მთელი ზუგდიდის...
Radio Atinati
სოფელ ცაიშში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირვე...
STV NEWS
სოფელ ცაიშში ხანძარის შედეგად...
odishitv
აქცია სოფელ ცაიშში - სათბურის თანამშრომლები ხელფასების გაზრდ...
odishitv
შეხვედრა სოფელ ცაიშში
FreeTVGeorgia