ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება
სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად პირველად მიმდინარეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აკვირდება. ის სამივე საარჩევნო უბანზე უკვე იმყოფებოდა. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველოში, სწორედ ცაიშში ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები. ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, ვინაიდან ეს არის პილოტური პროექტი, რომელიც ამომრჩეველზეა დიდ წილად დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესში. ამ პროცესს კვლევის მიზნები აქვს, რომელიც შემდგომში შეფასდება ზოგადად საქართველოში საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობების განხილვის თვალსაზრისით“, - თქვა თამარ ჟვანიამ. საარჩევნო უბნები, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დროულად და ექსესების გარეშე გაიხსნა. აქ ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს. ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ჟვანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნების მე-2 ტურში ლადო კახაძე ლიდერობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 - ექსკლუზიური ინტერვიუ ცესკოს...
თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე გახდა
TV IMEDI
ცხადია, რომ ხელისუფლებას არ უნდოდა თამარ ჟვანია ყოფილიყო ამ...
Girchi • გირჩი
თამარ ჟვანია გადადგა - ერთი კვირის წიბ, ის აცხადებდა, რომ თა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia