საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

15.05.2021 01:06

ორმხრივი იერიშები ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის კვლავ გრძელდება. თელ-ავივში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჰადი ამრი ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის, პალესტინელებისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად. დილით ისრაელმა ავიადარტყმები განახორციელა ღაზას სექტორში. პალესტინელმა მებრძოლებმა კი რაკეტები გაუშვეს ისრაელის მიმართულებით. ორშაბათს დაწყებულ საომარ მოქმედებებს, ღაზას სექტორში 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 31 ბავშვია. რვა ადამიანია გარდაცვლილი ისრაელში, სადაც მსხვერპლთა შორის ორი მცირეწლოვანია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული. მათი უმეტესობა საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელჰყო. ამასთან, ისრაელის მხარის ცნობით, საჰაერო დარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში განადგურებულია ასობით სამიზნე, მათ შორის „ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი და სხვა სამხედრო სტრუქტურები. კონფლიქტის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ იმსჯელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: