#5 როდის და საიდან ღებულობენ ჩვენი ინვესტორები სარგებელს - სინერჯი კაპიტალის გამოცდილება

04/02/2020
სინერჯი · Synergy-ის მიერ

#5 როდის და საიდან ღებულობენ ჩვენი ინვესტორები სარგებელს - სინერჯი კაპიტალის გამოცდილება, პაპუნა ტოლიაშვილი

ჩვენი ინვესტორები ძირითად სარგებელს კომპანიის გაზრდილი ღირებულებიდან იღებენ. ცალკეულ კომპანიაში თავიანთი წილის სრულად ან ნაწილობრივ გაყიდვიდან მიღებული სარგებელია მთავარი მათთვის, და არა კომპანიის წლიური შედეგის მიხედვით განაწილებული დივიდენდი. იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენი პოლიტიკით ჩვენ არ ვფლობთ საკონტროლო პაკეტს პორტფელურ კომპანიებში და დივიდენდის გაცემის საკითხს საზოგადოება წყვეტს ერთობლივად. ჩვენ შესაბამისად ვარჩევთ ისეთ კომპანიებს, რომელთაც სწრაფი ზრდის პოტენციალი აქვთ, ჩვენი განვითარების გუნდები აქტიურად ემუშავებიან ამ კომპანიებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ზრდის პოტენციალი და ამ გაზრდილი ღირებულებიდან მიიღონ ჩვენმა ინვესტორებმაც სარგებელი.

3 კატეგორიის ინვესტორი გამოიკვეთა, რომლებიც კომპანიის განვითარების სხვადასხვა ფაზაში ენაცვლებიან ერთმანეთს:

• პირველი, განსაკუთრებით რისკიანი ინვესტორები, ვინც კომპანიების განვითარების ყველაზე რისკიან ფაზებში შემოდიან, მაგრამ შესაბამისად უფრო დიდ სარგებელს იღებენ;
• მეორე, შედარებით ნაკლებ-რისკიანები, ვინც შეიძლება იმ მომენტისთვის ზარალიან კომპანიაშიც შემოვიდნენ, მაგრამ დადებით დინამიკას უნდა ხედავდეს და მკაფიო სტრატეგიასაც ჩვენგან როგორ გამოვა იმ მდგომარეობიდან და გაიზრდება ეს კომპანია. ამ ფაზაში პირველი კატეგორიის ინვესტორებს ანაცვლებენ მეორე კატეგორიის ინვესტორები;
• და მესამე კატრეგორიის ინვესტორები, ვინც ნაკლებად ჩადიან სტრატეგიულ სიღრმეებში, მთავარია უკვე სტაბილური დადებითი ფინანსური შედეგები ჰქონდეს კომპანიას და ოჯახისთვის საიმედო აქტივი შეიძინონ. აქ უკვე მეორე კატეგორიის ინვესტორებს ანაცვლებენ ამ კატეგორიის ინვესტორები.

მესამე კატეგორიის ინვესტორები უფრო გრძელვადიანად რჩებიან კომპანიებში, როგორც წესი, სანამ სინერჯი კაპიტალიც რჩება. სინერჯი კაპიტალი კი გამოდის კომპანიიდან ანუ ხურავს იმ ქვეფონდს, როცა ვეღარ ვხედავთ მნიშვნელოვანი გაზრდის დამატებით შესაძლებლობას.
ქვეფონდის დახურვის რამდენიმე გზას მივმართავთ. ერთი, ჩვენი შეყვანილი ინვესტორები, ვინც ქვეფონდის გავლით ფლობენ იმ კომპანიის წილს დავაკონვერტიროთ მათი წილები პირდაპირ კომპანიის წილებად და ქვეფონდიდან გამოვიყვანოთ. მეორე ვარიანტია, სტრატეგიულს ინვესტორს მივყიდოთ, ვისთვისაც ეს ბიზნესი საინტერესოა. მესამე ვარიანტია, თვითონ არსებულმა დამფუძნებლებმა იყიდონ, ვისგანაც თავის დროზე შევიძინეთ. და მეოთხე, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, IPO გზით დავხუროთ.

ამასთან, ჩვენი, სინერჯი კაპიტალის, როგორც კომპანიის ღირებულება იმდაგვარად ფასდება, რომ ყოველი ასეთი წარმატებით განხორციელებული წილების „გადაყიდვის ოპერაცია“ დადებითად აისახება ჩვენს შემოსავალ-ხარჯების ანგარიშზე. შესაბამისად, რაც მეტ ასეთ ოპერაციას განვახორციელებთ, ერთია რომ მეტი სამუშაო კაპიტალი გვიჩნდება ახალი კომპანიების შესაძენად, და მეორე მხრივ კომპანიის ჯამურ ღირებულებასაც ზრდის. ჩვენ შევქმენით ერთგვარი მაღაზიასათვის, სადაც გამოტანილი გვაქვს ჩვენი პორტფელური კომპანიების გასაყიდი წილები, დავშალეთ პატარა ნაწილებად, რომ მცირე თანხებითაც შეძლონ ადამიანებმა ასეთი აქტივის შეძენა. პარალელურად ვზრუნავთ პორტფელში კომპანიების დამატებაზე, რომ უკეთესი არჩევანი ჰქონდეთ ჩვენს პოტენციურ ინვესტორებს და მათი ღირებულების ზრდაზე, რომ წილების გადაყიდვიდან მეტი სარგებელი მიიღონ მათ.

#დარჩისახლში მაგრამ #არგავშეშდეთ #ვიმოქმედოთ
  / synergycapital.geo

ვიდეოები „სინერჯი · Synergy"-ისგან