#4 რას ვაკეთებთ კომპანიების ღირებულების გასაზრდელად - სინერჯი კაპიტალის გამოცდილება
#4 რას ვაკეთებთ კომპანიების ღირებულების გასაზრდელად - დეტალური ინფორმაციისთვის მოუსმინეთ ვიდეოს იმ სარგებელში, რომელსაც ჩვენი პორტფელური კომპანიებისთვის ვქმნით, ფული ყველაზე მცირე ნაწილია. ყველაზე კრიტიკული პროცესი, რასაც ვიწყებთ ჩვენს კომპანიებში, არის მათი რუტინული განვითარების პროცესი. სინერჯი ჯგუფის გამოცდილებით 1999 წლიდან, კომპანიებთან განვითარების სხვადასხვა რეჟიმში გვიმუშავია - სპონტანური განვითარება; საპროექტო მიდგომით განვითარება; პროგრამული განვითარება, თუმცა დღეს ეს მიდგომები მოძველებულია, განვითარება უნდა გახდეს ყოველდღიური რუტინა იმისთვის, რომ სათანადოდ ახდენდნენ შესაძლებლობებზე რეაგირებას. ჩვენ გვგონია, რომ ამგვარი მუშაობა ორგანიზაციებისთვის დღეს არათუ უპირატესობა, არამედ აბსოლუტური აუცილებლობაა. ჩვენი განვითარების გუნდების პასუხისმგებლობა სწორედ ესაა, რომ გვერდიდან დააკვირდნენ და გააკეთონ ის ცვლილებები სტრუქტურაში, პროცესებში, მოტივაციაში თუ სხვა კუთხით, რაც საჭიროა რომ ისინი ყოველდღიურად განახლდნენ და განვითარდნენ. მეორე, სინერჯის ყველაზე დიდი მონაწილეობა კომპანიების განვითარებაში ეს არის მეთვალყურეობა. ყოველთვიურად სამეთვალყურეო საბჭოები ტარდება ყველა ჩვენს პორტფელურ კომპანიაში, რომელსაც ესწრებიან როგორც არსებული დამფუძნებლები, ისე ჩვენი შეყვანილი ინვესტორები, სინერჯიდან იმ კომპანიის განვითარების გუნდი და ასევე სინერჯი კაპიტალის პრივილეგირებული აქციონერები, ვინც სურვილი გამოთქვა სამეთვალყურეო საბჭოებში მონაწილეობის. სამეთვალყურეო საბჭოს ამგვარმა შემადგენლობამ ერთი მხრივ გაზარდა პასუხისმგებლობის წნევა მენეჯმენტზე, მეორე მხრივ გადაწყვეტილებების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა. ადამიანები, ვინც ამ შეხვედრებში ერთვებიან ძალიან გამოცდილები არიან და მათი ერთი რეპლიკა, სწორად „წაკითხული“ ანგარიში არსებით მიმართულებას აძლევს მენეჯმენტს. ეს ფორმატი საშუალებას აძლევს ინვესტორებსაც, რომ პულსზე ხელი ედოთ. მესამე, მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფდით სუბორდინირებული დაკრედიტების შესაძლებლობას ჩვენი პორტფელური კომპანიებისთვის. განვითარების ფაზაში კომპანიებს აქვთ ხოლმე კაპიტალის არასაკმარისობის პრობლემა. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ინვესტორებს, რო მათ არ მოუწევთ თანხების დამატება, არც წილის შემცირება. სინერჯი კაპიტალის პრივილეგირებული აქციების გაყიდვიდან მიღებულ თანხებს, სწორედ ჩვენი პორტფელური კომპანიების დაკრედიტებისთვის ვიყენებთ, როცა ეს სჭირდებათ. ეს სესხი არის ე.წ. კვაზი კაპიტალის სახით, რასაც საფინანსო ინსტიტუტები მხედველობაში იღებენ და დამატებით ფინანსებს ხელმისაწვდომს ხდიან მათთვის. ამ მექანიზმით, ჩვენი კომპანიები არც ერთ შემთხვევაში კაპიტალში არ გაიჭედებიან, არც კრიზისულ პერიოდში და არც ზრდის ფაზაში შეფერხდებიან. #დარჩისახლში მაგრამ #არგავშეშდეთ #ვიმოქმედოთ https://www.facebook.com/synergycapit...
სინერჯი · Synergy-ის სხვა ვიდეოები
08:49
#1 როგორ კომპანიებს ვეძებთ - სინერჯი კაპიტალის გამ...
03:14
ირაკლი ჩხაიძე, სინერჯის ალუმნი, 8000 მოსავალის ერთ...
03:50
სინერჯი კაპიტალი მოუწოდებს მათ, ვისაც ეს შეუძლიათ,...
12:24
ბიზნესის შესაძლებლობები პოსტპანდემიისას, სინერჯი კ...
02:06
#3 როგორ შეგვყავს ინვესტორები კომპანიებში - სინერჯ...
02:55
ჯაბა ბურჯალიანი, სინერჯის ალუმნი, სტარტ ბიზნეს სოლ...
01:39
არჩილ შიშმანაშვილი, სინერჯი ჯგუფის ალუმნი, კაპიტოლ...
მსგავსი ვიდეოები
რატომ გირჩევთ გახდეთ ჩვენი პარტნიორი/ინვესტორი საინვესტიციო...
ინვესტიციები აქციებში / Stock Picking
მიხეილ დაუშვილი: მათ რომ მოსწონთ ეს გასაგებია, მთავარია ჩვენ...
ტვ პირველი • TV Pirveli
პარლამენტის დატოვება არის ყველაზე მარტივი პროტესტი, მთავარია...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
რეკომენდაცია - კომედიები (სახელები აღწერაში)
Film Buffy
შინაგან საქმეთა მინისტრი ნარკოპოლიტიკის უწყებათშორისი ჯგუფის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
Test
KhuTss
კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა
ქართული ოცნება / Georgian Dream
2018 წლის 10 საუკეთესო ფილმი
Litagora