შინაგან საქმეთა მინისტრი ნარკოპოლიტიკის უწყებათშორისი ჯგუფის შეხვედრაზე
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. იუსტიციის მინისტრს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევა. უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უწყებების კომპლექსური მუშაობის მნიშვნელობას და ნარკოპოლიტიკის მოწესრიგებისთვის სწრაფი, ერთობლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. „ვხედავთ, რომ დისკუსია, ნარკოპოლიტიკის თემაზე, დროში გახანგრძლივდა და ეს არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლას და მათ რეალიზაციას. აქ ჩვენ, რეალურად, ვხედავთ სერიოზულ რისკებს. ამ მიმართულებით მკაცრი მიდგომები არა თუ შესანარჩუნებელია, ხშირ შემთხვევაში, გასამკაცრებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური და კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი. ნარკოტიკების მოხმარებასთან ჰუმანური მიდგომა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული. ეს არ უნდა იყოს მოხმარების წახალისების პროვოცირება. ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები და მოხდეს მომხმარებლების რეაბილიტაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალზედ ბევრი კონკრეტული ნაბიჯია გადადგმული, რომლებმაც კონკრეტულ შედეგამდე მიგვიყვანა და შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ სჯობს ყველა უწყებას, ერთ პლატფორმაზე, კონცენტრირებულად ჰქონდეს საშუალება, გამოთქვას აზრი. ეს დაგვეხმარება სწრაფად და მაქსიმალურად ობიექტურად მივიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე. როდესაც ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა და აბსოლუტურად მკაფიო ხედვა, ყველა მიმართულებით. ჩვენ ვემხრობით ჰუმანურ მიდგომებს, გვინდა, რომ დავიცვათ ბალანსი, თუმცა ჩვენი ჰუმანური მიდგომები არ უნდა გახდეს წახალისების მაპროვოცირებელი და გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გეგმა - რას ვაკეთებთ და რა პერიოდში. ჩვენ მზად ვართ, ამ ფორმატში ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტში შს მინისტრს ელოდებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არათუ ნარკოტიკი, არამედ ჩვენი გაუაზრებელი ნარკოპოლიტიკა კლავ...
Girchi • გირჩი
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს კიდევ ერთ ფეიკ ნიუსს ეხმიანება
TV IMEDI
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster