ლვოვიდან პოლონეთის მიმართულებით დღეს საქართველოს კიდევ 50 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

23.03.2022 04:09

უკრაინის ქალაქ ლვოვიდან პოლონეთის მიმართულებით დღეს საქართველოს კიდევ 50 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები ლვოვიდან იუწყებიან. აღნიშნული მოქალაქეებიდან 20 პირი ლვოვში ჩავიდა მარიუპოლიდან, სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. ისინი ყვებიან, რომ დაახლოებით 20 დღის განმავლობაში იყვნენ უმძიმეს პირობებში და ბოლოს, თავშესაფრებში ყოფნაც აღარ იყო უსაფრთხო, რის გამოც ფეხით დაახლოებით ოცი კილომეტრი გაიარეს, რათა ლვოლვში მოხვედრილიყვნენ. საქართველოს მოქალაქეები დღეს გაემგზავრნენ პოლონეთის საზღვრისკენ, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო