საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უკრაინიდან დაბრუნდა
უკრაინიდან პოლონეთის გავლით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი პოლონეთის დედაქალაქიდან ცოტა ხნის წინ დაჯდა. საქართველოში დაბრუნებულები ამბობენ, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქი მარტის შუა რიცხვებში დატოვეს და პოლონეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ვარშავიდან მათი ტრანსპორტირება საქართველოს საელჩომ უზრუნველყო. სახელმწიფო განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, ვისაც უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნება სურს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 80-მდე მოქალაქე, მიმდინარე კვირაში კი, საერთო ჯამში 242 მოქალაქე. ასევე მიმდინარე კვირაში რუმინეთიდან დაბრუნდა საქართველოს 75 მოქალაქე. ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით დღეს ავტობუსის მორიგი რეისია დაგეგმილი. საქართველოს საკონსულოს დახმარებით, ოდესიდან მოქალაქეები მოლდოვის მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება. ამ დროის მონაცემებით, სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს 2 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია სუდანიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობები #LIVE
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქაბულში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი სამშო...
TV IMEDI
სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა ს...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზვიად გამსახურდიას გახსენება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster