#მოამბე 21 საათზე, 8 ივნისი, 2021 #LIVE

08.06.2021 01:05:45

• მზადება ნატო-ს სამიტისთვის და საქართველოს გზავნილი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს - ქვეყნის პარლამენტი ერთობლივი განცხადებით ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან საქართველოს პროგრესის დაფიქსირებას და მხარდაჭერას ელოდება; ჯეიმს აპატურაი „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამიტის შემდეგ მისაღები კომუნიკეს დეტალებზე საუბრობს • „ნაციონალური მოძრაობა“ შვიდთვიან საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და ხვალიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს - ახალი ფრაქციის მთავარი მიზანი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნება; ოპოზიციის ნაწილი ყოფილი პარტნიორების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს • ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგი გრძელდება - პანსიონში ამ დროისთვის 29 აღსაზრდელი რჩება; გაეროს ბავშვთა ფონდი სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და ბავშვთა მიმართ შესაძლო ძალადობის სწრაფად გამოძიებას ითხოვს • საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება - ქვეყანა მარაგების შევსებას განაგრძობს და ცდილობს, სავარაუდო მეოთხე ტალღას მომზადებული შეხვდეს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: