შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ კინოჩვენება ზესტაფონში გაიმართა
10/18/2014
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
შსს-ს არქივის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია…“ კინოჩვენება რეგიონებში იმართება. რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ გადაღებული ფილმი შსს-ს არქივის წარმომადგენლებმა პირველად ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარადგინეს. კინოჩვენებას შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, იმერეთის გუბერნიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფილმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ.
ორგანიზატორებმა ფილმის წარდგენა იმერეთის რეგიონში, ქალაქის დღესასწაულს - „ზესტაფონობას“ დაამთხვიეს. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა საგანგებო საარქივო გამოცემა ,,არქივის კვალდაკვალ - ზესტაფონი“, რომელიც რაიონის მაცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ. გამოცემის რამდენიმე ეგზემპლიარი იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ.
სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/v8wGUR