საჯარო ინფორმაცია
სასტუმრო ვერე პალასში USAID-ის მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდა შედგა. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ეს მთავრობის დადგენილების პროექტია, რომელიც, ძალაში შესვლის შემდეგ, სხვადასხვა უწყებებს, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას დაავალდებულებს. შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გახლდათ. აღნიშნულ პროექტზე, სამოქალაქო სექტორი, თითქმის, სამი წელია მუშაობს. ლევან ავალიშვილი აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის ნუსხასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების, თითქმის, 90% გაითვალისწინა. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ სიასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს საკუთარი შენიშვნები აქვს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სიაში არამხოლოდ სამინისტროები, არამედ, ადგილობრივი თვითმმართველობებიც უნდა მოხვდნენ. დადგენილება საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ, მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა წარუდგინოს მთავრობას. IDFI-ში ამბობენ, რომ ამ დროისათვის დაიხვეწება ის ნუსხა, რომელიც საჯარო ინფორმაციას შემცველია. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
საჯარო ინფორმაცია
archive. mia
საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა
Studio Re - სტუდია რე
საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მნიშვნელობა / Importance of acce...
მოგვეცით საჯარო ინფორმაცია (1)
MaestroCTN
მოგვეცით საჯარო ინფორმაცია (2)
MaestroCTN
მოგვეცით საჯარო ინფორმაცია (3)
MaestroCTN
მოგვეცით საჯარო ინფორმაცია (4)
MaestroCTN
დაფარული საჯარო ინფორმაცია - TOK TV კულტურის სამინისტროს სა...
TOK ТV GEORGIA