მაღაროელების აქცია „ჯორჯიან მანგანეზის“ ქარხანასთან


გაფიცვის მეშვიდე დღე ჭიათურაში. მაღაროელების ნაწილმა „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალ ქარხანასთან გადაინაცვლა. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციამ უცხოელი სპეციალისტები ჩამოიყვანა და მათი მეშვეობით აღადგინა ქარხნის მუშაობა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მენეჯმენტი ამ ქმედებით ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს დასაქმებულების ნაწილი მუშაობის გაგრძელებაზე თანახმაა.

მაღაროელების ნაწილი ქარხნის ცენტრალურ შესასვლელთან დგას. მათი განცხადებით, სატვირთო მანქანებს არ გაატარებენ.

კომპანიას და ხელისუფლებას პროტესტის მონაწილეები მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 8 საათამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირის ამოკერვით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, მაღაროელები ხელფასების მომატებას ითხოვენ, თუმცა არ თანხმდებიან  10 და 15 პროცენტით მატებას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან