ზუგდიდის საავადმყოფოდან გადმოვარდილი ბავშვი ქუთაისში გადაიყვანეს

08/28/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გადმოვარდილი მცირეწლოვანი ბავშვი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს ეზოში დაშავებულის ახლობლები იმყოფებოდნენ.

„არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ მეოთხე სართულიდან გადავარდა. მადლობასამედიცინო პერსონალს და მადლობა უფალს, რომ ბავშვი ცოცხალია. ჯერჯერობით, ქუთაისში გადაჰყავთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - უთხრა ჟურნალისტებს ბავშვის დეიდამ მაია მიქავამ.

კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის მენეჯერის მაკა მალანიას ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა უკიდეურესად მძიმეა.

„ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრამვები აღენიშნება. ასევე, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და მარჯვენა წვივის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. ბავშვთა რეანიმაცია ესაჭიროება“, - აღნიშნა მალანიამ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან მცირეწლოვანი ბავშვი დღეს დილით გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ის ჰოსპიტალში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან