ანგარიში ეთნიკური უმცირესობების ქალთა უფლებებზე


როგორია ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა უფლებრივი მდგომარეობა. საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი სპეციალური ანგარიში წარმოადგინეს. ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და უფლებრივი მდგომარეობას ეხება; მეორე  კი - ქვემო ქართლში ადრეულ
ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკისა. ავტორების თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ რიგი სოციალურ-კულტურული ფაქტორები, უპირატესად კი, გენდერული ნორმები იწვევს უფლებების დარღვევას, რასაც ემატება ინფორმაციის ნაკლებობა, რომელსაც  ენობრივი ბარიერი ამწვავებს. შეხვედრას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ესწრებოდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან