სახალხო დამცველის ანგარიში


სახალხო დამცველის აპარატმა „თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ მე-8, ყოველწლიური ანგარიში მოამზადა. ანგარიში მიმოიხილავს 2022 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ არსებულ დაბრკოლებებს, რომელსაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ თემის წევრები და სხვა დაუცველი ჯგუფები სხვადასხვა სფეროში აწყდებოდნენ. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 153 ფაქტი შეისწავლა. მათგან ყველაზე მეტი - 20% განსხვავებული მოსაზრების ნიშნით, სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევას შეეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, სქესის/ გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე განმცხადებელთა 13-13% მიუთითებდა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით 11%, ხოლო ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე დისკრიმინაციაზე განმცხადებელთა 10% დავობდა. ეროვნების/მოქალაქეობის დაცული ნიშანი 7%-ში, პოლიტიკური შეხედულება კი განცხადებების 4%-ში იკვეთებოდა. რელიგიის და პროფესიული კავშირის წევრობის გამო, სავარაუდო დისკრიმინაცია ვლინდებოდა მომართვების 2-2%-ში.

სხვა ნიშნების საფუძველზე დისკრიმინაციულ მოპყრობაზე დავა განცხადებების18%-ს შეადგენდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან