სახალხო დამცველის ანგარიში


სახალხო დამცველმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ეპიდემიოლოგიური და პაციენტთა უფლებების კუთხით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. ანგარიშის თანახმად სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო არაერთი შეტყობინება დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაწესებულებას არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ პაციენტებს გაუწიოს შესაბამისი დონის მზრუნველობა, ასევე შენობაში მოძველებულია ინფრასტრუქტურა და დაწესებულებაში არ ხდება ბენეფიციარების ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების სრულფასოვანი მკურნალობა. ანგარიშის პასუხად, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, რომ ფიზიკური ძალადობის რისკისგან პაციენტების დაცვას ცენტრში შესაბამისი საერთაშორისო კრიტერიუმები უნდა უზრუნველყოფდეს, რაც ამ ეტაპზე არ არის. ცენტრში აღნიშნავენ, რომ ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული პრობლემების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან