ვითარება ყაზახეთში - პრეზიდენტის მიმართვა
ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოქმედი პრეზიდენტი შეცვლის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცოტა ხნის წინ ტელემიმართვისას განაცხადა. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ნურსულთან ნაზარბაევის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა იყო, რომელიც მან 2019 წელს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შეინარჩუნა. ის ასევე იკავებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და აქვს „ერის მამის“ საპატიო ტიტული. ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ასევე 1984 წლიდან ქვეყნის სათავეში საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს იყო. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ტელემიმართვისას განაცხადა, რომ „რაც არ უნდა მოხდეს“ ყაზახეთის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ის დემონსტრანტებს შეთავაზებების ახალ პაკეტს წარუდგენს. ამასთან, პრეზიდენტის ინფორმაციით, არეულობის დროს ქვეყანაში მოკლული არიან სამართალდამცველები. როგორც თოყაევმა აღნიშნა, ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster