მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ ხელისუფლებას ზუგდიდის რამდენიმე უბანზე ქუჩების მოსაწესრიგებლად ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გზების გადაკეტვას აანონსებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თამარ მეფის ქუჩაზე განაცხადა, სადაც არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ადგილობრივი მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.
ჯგუშიამ სიმბოლურად დაზიანებულ გზის მონაკვეთზე ნარცისები დადო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტს სწავლობს.
„თენგიზ ჯგუშიას, როგორც ზუგდიდის მომავალი მერის ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება გზები, ტრანსპორტი და ეს ინფრასტრუქტურა. გაწამებულია მოსახლეობა, განსაკუთრებული სიმწვავით დგას ეს პრობლემა და ამის მთავარი პრობლემა არის კორუფცია. მე ამ დღეებში შევისწავლე ბიუჯეტის ანალიზი და ცხადია, რომ იპარავენ და იპარავენ ამ გზების ხარჯზე. დეტალურად შევისწავლი, რამდენია ატკატებისთვის გადამისამართებული და რამდენს აპირებენ, რეალურად რამდენი სჭირდება გზებს. ყველაზე მაგრად ხალხს ატყავებენ გზების ხარჯზე. ზუგდიდს სჭირდება სწორი დაგეგმარება და მომჭირნეობა“, - აღნიშნა ჯგუშიამ.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩის 2 100 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ 657 ათას 584 ლარია. ამასთან, ტენდერი თაბუკაშვილის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზეც ტენდერი გამოცხადდა და მისი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 344 ათას 332 ლარია. თაბუკაშვილის ქუჩაზე რეაბილიტირდება 1500 მეტრი სიგრძის გზა. ორივე ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.
მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ქალაქში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm