10 აგვისტოს გია ყანჩელს 80 წელი შეუსრულდა
10 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტროს საიუბილეო თარიღს მთელი წლის მანძილზე კონცერტების სერიას მიუძღვნის. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს "იანგ ეურო კლასიკ" ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ბერლინის ისტორიულ დარბაზში „კონცერტჰაუზში“ გაიმართება. 10 აგვისტოს, მუსიკისა და დრამის თეატრის სარეპეტიციო დარბაზში ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა გია ყანჩელის სწორედ იმ ნაწარმოებების რეპეტიცია გამართა, რომელიც 22 აგვისტოს ბერლინის „კონცერტჰაუზში“ შესრულდება. ბერლინის ცნობილ დარბაზში „კონცერტჰაუზში”, გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად გაიჟღერებს არვო პიარტის მუსიკაც. სოლისტები: დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი. პროექტი ხორციელდება გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფონდი „DAAD“-ი. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სმარტ კაპიტალ ჯგუფი კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალის CA Goes...
Smart Capital Group
გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გია ყანჩელი იუბილარია
Artists Union ConceptArt
სმარტ კაპიტალ ჯგუფი კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალის CA Goes...
Smart Capital Group
ცნობილი მუსიკოსების ფესტივალი ტყეში
Artists Union ConceptArt
10 აგვისტოს, 21:00 საათზე, სანდრო ვახტანგოვის დოკუმენტური ფი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარნეულში აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
Municipality of Marneuli