გია ყანჩელი იუბილარია
ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 83 წელი შეუსრულდა. მაესტრო ამჟამად დანიის სამეფოში იმყოფება და საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ფესტივალი 5 აგვისტოს გაიხსნა კონცერტით „ყანჩელი \u0026 ბრამსი“ . ნაწარმოებები დანიის კამერულმა ორკესტრმა და შვედმა სოლისტმა შეასრულეს, გია ყანჩელს მაყურებელი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა. „კონცერტის პირველი ნაწილი მიეძღვნა წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის მთავარ კომპოზიტორს, მსოფლიოში ცნობილ გია ყანჩელს საქართველოდან. მისი ემოციურად დატვირთული და ლამაზი მუსიკა სულში ჩამწვდომია მათთვისაც კი, ვინც ჯერ კიდევ მიუჩვეველია ახალ და თანამედროვე მუსიკას.“-ვკითხულობთ რუდერსდალის ფესტივალის ვებგვერდზე. საერთაშორისო ფესტივალი „რუდერსდალის“ (მხარე/რაიონი კოპენჰაგენის ჩრდილოეთით) ზაფხულის კონცერტების სახელით არის ცნობილი და იგი 2010 წელს დაარსდა. 2018 წლის აგვისტოში ფესტივალის ფარგლებში 10 კონცერტი გაიმართება და მასში ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ კლასიკური მუსიკის ანსამბლები და ორკესტრები დანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. გია ყანჩელის სიმფონიურ ნაწარმოებებთან ერთად, შესრულდება ცნობილი კლასიკოსების, ბახის, ბეთჰოვენის, ბრამსის და მოცარტის ნაწარმოებები. 10 აგვისტოს დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გია ყანჩელისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას გამართავს, სადაც დანიელი მუსკოსების მიერ შესრულდება მაესტროს ნაწარმოებები. მიღებას დანიის სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და ასევე ქართული დიასპორის წარმომადგნელები დაესწრებიან. გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში: „ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს საელჩოს შესაძლებლობა აქვს უმასპინძლოს გამოჩენილ და ყველასათვის საყვარელ ქართველ კომპოზიტორს, ბატონ გია ყანჩელს. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, სწორედ საქართველოს საელჩოში მივულოცოთ ბატონ გიას დაბადების დღე და საშუალება მივცეთ დანიურ საზოგადოებას, ჩვენთან ერთად მოუსმინოს მის განუმეორებელ მუსიკას“ - ☛ Official Site - http://conceptart.ge/ ☛ Facebook - / conceptart.ge ☛ instagram - / conceptart.ge
Artists Union ConceptArt-ის სხვა ვიდეოები
Mishiko \u0026 Lizi Ramishvilebi
ლიზა ბაგრატიონი \u0026 ნიკოლოზ რაჭველი
გია ყანჩელი ნიკოლოზ რაჭველის შესახებ
ნიკოლოზ რაჭველის "ხორუმი"
გია ყანჩელი ფილმის ავტორს მიმართავს
03:36
ზვიად ბოლქვაძე \u0026 რატი ამაღლობელი / ეს სიყვარუ...
03:07
"მე მინდა მქონდეს თბილი სახლი" / ნატო მეტონიძე / ნ...
13:52
ნიკოლოზ რაჭველი \u0026 ეროვნული სიმფონიური ორკესტ...
მსგავსი ვიდეოები
გია ყანჩელი - Passport
Giorgi Ediberidze
გია ყანჩელი როცა აყვავდა ნუში
Giorgi Ediberidze
გია ყანჩელი
Irakli Tcheishvili
გია ყანჩელი
TV religia
გია ყანჩელი
Tako Kvinikadze
გია ყანჩელი
All In One
გია ყანჩელი რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე
YN WA
გია ყანჩელი - ის აქ არის (before you go to sleep)
JITCHO