მარნეულში აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

08/09/2018
Municipality of Marneuli-ის მიერ

2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალთან წარმოდგენილი იყო, გმირების ფოტოები საპატიო ყარაულით და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალის სტენდი. ჯარისკაცების მემორიალთან, გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი, წერაქვის მამათა მონასტრის იღუმენმა მამა ზენონ დადვანმა აღავლინა. ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად, კულტურის სახლის ორგანიზებით, ღონისძიებაც გაიმართა, წარმოდგენილი იყო მცირე პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა და ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა – ზაზა ბოჭოიძის ვაჟებმა, გიორგი და საბა ბოჭოიძეებმა, რომლებმაც ლექსები წაიკითხეს. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომის მონაწილე გმირები, გააჟღერეს მათი პირადი ისტორიები და წაიკითხეს ომის ამსახველი დოკუმენტური მასალებიდან ფრაგმენტები.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლეები და ომში გარდცვლილი ოჯახის წევრები.

რუსეთ – საქართველოს ომში თავდადებით იბრძოდნენ მარნეულიდან წასული ჯარისკაცები და მოხალისეები. სამწუხაროდ ამ ბრძოლას ოთხი მარნეულელი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ეს ადამიანები არიან:
1. ზაზა ბოჭოიძე.
2. გიორგი ტატუაშვილი.
3. გია რომელაშვილი.
4. მამუკა შუბითიძე
5.რომან ზოიძე
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 500 – 500 ლარის ოდენობით თანხა გადასცა.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ფულადი დახმარება აფხაზეთთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებსაც გადაეცემათ.

http://marneuli.gov.ge/…/2004-marneul...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან