ცნობილი მუსიკოსების ფესტივალი ტყეში

09/05/2020
Artists Union ConceptArt-ის მიერ

ConceptArt
Teona Jorbenadze
Artistic Director
video by Elene Chelidze
ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” 17 ივლისიდან გიწვევთ „უღრან ტყეში“ ცოცხალი მუსიკის მოსასმენად და მონატრებულ არტისტებთან შეასახვედრად.
წყნეთის ღია ამფითეატრი რეგულაციების დაცვით უმასპინძლებს აქციას „გაითავისე ცა და ისუნთქე“, რომლის ინსპირაცია რატი ამაღლობელის ლექსი გახლავთ.
პროექტი სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსებს აერთიანებს. პაპუნა შარიქაძე \u0026 მეგობრები, აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი პიანისტ გიორგი გიგაშვილთან და ერეკლე დეისაძესთან ერთად. გაიმართება კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის საავტორო საღამო, რომლის სპეციალური სტუმრები ლიზი რამიშვილი და რატი ამაღლობელი იქნებიან. მრავალი საერთაშორისო გრან-პრის მფლობელი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი. ოპერა-გალა ცნობილი ტენორის ოთარ ჯორჯიკიას, მარიამ როინიშვილის, მარიამ ნაჭყებიას და ნუცა ზაქაიძის მონაწილეობით. ახალი თაობის ვარსკვლავების სამდღიანი ფესტივალი და 10 აგვისტოს ლეგენდარული გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ნიკოლოზ რაჭველის, ნატო მეტონიძის, ლიზა ბაგრატიონისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების მონაწილეობით.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.
From July 17th Artists Union ConceptArt invites everyone who missed live music, beloved musicians and artists to the \"Dense Forest\".
The open amphitheater in Tskneti will meet you with all regulations required and host the action \"Capture the Sky and Breathe\", which is inspired by Rati Amaglobeli's poem.
The project brings together musicians of different generations and genres: Papuna Sharikadze (piano) \u0026 friends, well-known violist Giorgi Zagareli with pianist Giorgi Gigashvili and Erekle Deisadze, concert of Zviad Bolkvadze with special guests - Lizi Ramishvili and Rati Amaglobeli, Solo recital of Valerian Shiukashvili (piano), Opera-Gala with the participation of famous tenor Otar Jorjikia, Mariam Roinishvili, Mariam Nachkebia and Nutsa Zakaidze, three-day festival of New Generation Stars and finally on August 10th concert dedicated to 85th anniversary of the legendary Giya Kancheli with Nikoloz Rachveli, Nato Metonidze, Lisa Bagrationi and the musicians of the Georgian Philharmonic Orchestra.
The project is supported by Tbilisi City Hall.

☛ Official Site - http://conceptart.ge/
☛ Facebook -   / conceptart.ge  
☛ instagram -   / conceptart.ge

ვიდეოები „Artists Union ConceptArt"-ისგან