10 აგვისტოს გია ყანჩელს 80 წელი შეუსრულდა

08/11/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

10 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტროს საიუბილეო თარიღს მთელი წლის მანძილზე კონცერტების სერიას მიუძღვნის.
პირველი კონცერტი 22 აგვისტოს \"იანგ ეურო კლასიკ\" ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ბერლინის ისტორიულ დარბაზში „კონცერტჰაუზში“ გაიმართება.
10 აგვისტოს, მუსიკისა და დრამის თეატრის სარეპეტიციო დარბაზში ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა გია ყანჩელის სწორედ იმ ნაწარმოებების რეპეტიცია გამართა, რომელიც 22 აგვისტოს ბერლინის „კონცერტჰაუზში“ შესრულდება.
ბერლინის ცნობილ დარბაზში „კონცერტჰაუზში”, გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად გაიჟღერებს არვო პიარტის მუსიკაც. სოლისტები: დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.
პროექტი ხორციელდება გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფონდი „DAAD“-ი.



http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან