საქართველო 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარდგება. პროგრამა ძირითადად საქმიანი შეხვედრებითაა დატვირთული. ღონისძიებას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესწრებიან. ქართული პროგრამა 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ და გერმანიაში ქართული ღვინის ინტერნეტ-მაღაზიის „ქართული პროდუქტი“ მხარდაჭერით ხორციელდება. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიმართება დისკუსია - კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ Georgian Fiction in 30 Minutes. დისკუსია არაფორმალურ რეჟიმში წარიმართება და მას ცნობილი გერმანელი გამომცემელი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ბარბარა ვაიდლე წარუძღვება. უცხოელ გამომცემლებს, კრიტიკოსებსა და ლიტერატურულ აგენტებს ქართველი მწერლების შემოქმედებას მთარგმნელი და სცენარისტი დავით გაბუნია გააცნობს. ეროვნულ სტენდზე ასევე გაიმართება მიღება საქართველოს სახელით, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
„ახალი ქართული პიესა 2017“ პრესკონფერენცია
culturegovge culturegovge
საქართველო 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ემზადებ...
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი / GNBC
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
Giorgi Kvirikashvili
საქმიანი დილა 12. 01. 2017 - საქართველო 2016 წლის რეიტინგებ...
Business Media Georgia
საქართველო ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობას ელის
culturegovge culturegovge
საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უმაღლეს საფ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
European Championship in KyokushinKai Karate (Poland) - ევრო...
Georgian Karate KyokushinKai Kan Tezuka Group
"მრავალეროვანი საქართველო" - მე-2 ტურის წინასწარი შეფასება
PMM G