„ახალი ქართული პიესა 2017“ პრესკონფერენცია
7 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებულ კონკურსთან „ახალი ქართული პიესა 2017“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი გაუძღვნენ. კონკურსი ახალი ქართული პიესა ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა. მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდი თანამშრომლობას იწყებს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან და წელს, კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2017“ ვრცელ, საერთაშორისო ფორმატში იქნება წარმოდგენილი. სამი გამარჯვებული პიესა დაჯილდოვდება ფულადი პრემიით და პრიზით „თუმანიშვილის ვაშლი“, სამივე ითარგმნება გერმანულ ენაზე, გამოიცემა და წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოხდება პიესების წაკითხვა და დადგმა. პიესების მიღება 2017 წლის 1 თებერვალს დაიწყება. წარმოდგენილი პიესა უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს დაბეჭდილი ან დადგმული. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ახალი ქართული პიესა 2017 - დაჯილდოება
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროში „ახალი ქართული პიესა 2017-ის“ გამარჯვე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მონოლოგი პიესიდან ცხოველური სიყვარული (ავტორი პაატა ციკოლია)...
Tina Khaladze
გამოფენა „ქართული ბეჭდური პრესა“ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთე...
Radio Atinati
Medea Paniashvili \u0026 Medea Altunashvili - Piano Duet [19...
Lasha Gabunia
კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2022“ დასრულდა
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
თუმანიშვილის ფონდმა წლის 4 საუკეთესო პიესა გამოავლინა
culturegovge culturegovge
„თარგმნილი პიესა 2019“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster