„თარგმნილი პიესა 2019“

19.03.2019 01:28

საქართველოს განათლების სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის, - „თარგმნილი პიესა 2019,“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველად კონკურსის არსებობის განმავლობაში, პირველი პრემია წელს სამმა თარგმნილმა პიესამ დაიმსახურა. 5 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ, კონკურსზე წარდგენილი 23 პიესიდან, სამივე, თანაბარი, უმაღლესი ქულით შეაფასა. გამარჯვებულები, - ქეთი ქანთარია, გიგი გულედანი და ნინო ახვლედიანი, - ფულადი პრემიებითა და ფონდის პრიზით, „თუმანიშვილის ვაშლით“ დაჯილდოვდნენ.

თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. პროექტი ორი კონკურსისაგან შედგება. ესენია: „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა.“

კონკურსები ყოველწლიურად მონაცვლეობით ტარდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi