პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა ოთხი ახალი წიგნის პრეზენტაცია. გერმანიაში, საფრანგეთში, ხორვატიასა და აშშ-ში ითარგმნა და გამოიცა თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნები: დათო ტურაშვილის რომანი - „ჯინსების თაობა" (Sandorf, ხორვატია) ზურაბ ქიქოძის და გაგა ნახუცრიშვილის პიესა „მუუ" (Maison d'Europe et d'Orient, საფრანგეთი) თანამედროვე ქართველი მწერალი ქალების ანთოლოგია (Frankfurter Verlagsanstalt, გერმანია) Best European Fiction 2013, ლაშა ბუღაძის მოთხრობა „მგლის ცოდვა" (Dalkey Archive Press, აშშ). პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მოადგილე მარინე მიზანდარი, თარგმნილი ნაწარმოებების ავტორები, მწერლები, მოწვეული სტუმრები. 2010-2012 წლებში სამინისტროს მხარდაჭერით საზღვარგარეთ არა ერთი ქართველი ავტორის ნაწარმოების თარგმანი გამოიცა, რომელთა პრეზენტაციები გაიმართა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მომდევნო წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის უცველ პრიორიტეტად რჩება ქართული ლიტერატურის და ქართველი ავტორების პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში
კულტურის სამინისტრო
პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში
culturegovge culturegovge
პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტრო
culturegovge culturegovge
„სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში
culturegovge culturegovge
კულტურა - ვაჟა მელიქიშვილი
culturegovge culturegovge
ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია კულტუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბალეტი „გორდა" - პროექტის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster