„სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში
15 აგვისტოს, კულტურის სამინისტროში „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას უძღვებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები კახი კანდელაკი, მანანა ბერიკაშვილი, გიორგი ბაქრაძე და ლევან ხარატიშვილი, ასევე უწყების დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობას ივლისის თვიდან შეუერთდა. პრეზენტაციის მიზანია „სოლიდარობის ფონდის“ იდეის შესახებ საჯარო უწყების თანამშრომლების ინფორმირება და აღნიშნულ პროექტში მათი ჩართულობა. „სოლიდარობის ფონდი“ მიზნად ისახავს, საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის არასაბიუჯეტო, ალტერნატიული რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფას და პრიორიტეტულ, სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას. ფონდი ორიენტირებულია ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი, ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. „სოლიდარობის ფონდში“ პირველი შენატანი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმაც განახორციელეს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სოლიდარობის ფონდის პრეზენტაცია
msy georgia
“სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია
Music Box
სოლიდარობის ფონდის პრეზენტაცია სამინისტროში
msy georgia
შს სამინისტრო ”სოლიდარობის ფონდში” დონაციის კუთხით პირველ ად...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
თოქ-შოუ „კახეთის საათი“ #6
Qiziyi Ge
თოქ-შოუ „კახეთის საათი“ #6
Qiziyi Ge
05.08.14. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ''სოლიდარობის ფონდი...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი ვაშინგტონელ დიასპორას შეხვდა
ამერიკის ხმა