საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უმაღლეს საფეხურზე მოხვდა

30.06.2016 01:41

2016 წლის 30 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებული 176 სახელმწიფოდან საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზე - ე.წ. „პირველ კალათაში“ მოხვდა. შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ის ქვეყნები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში სრულად ასრულებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის აქტით (TVPA) გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, აშშ-ის დეპარტამენტის შეფასების „პირველ კალათაში“ იკავებენ ადგილს. ქვეყნები, რომლებიც სრულად ვერ ასრულებენ მინიმალურ მოთხოვნებს, თუმცა ახორციელებენ მნიშვნელოვან ძალისხმევას, შეფასების „მეორე კალათაში“ განთავსდებიან. „მესამე კალათაში“ კი ხვდებიან ის ქვეყნები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტებს და აღნიშნულის მისაღწევად არ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://gov.ge/s/38cbc

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს საფეხურზეა
00:43

საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს საფეხურ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა
00:40

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის ეროვნული პო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
01:04

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
01:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტრენინგი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის  საკითხებზე
01:34

ტრენინგი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე

საქართველოს პროკურატურა

შსს-მ თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება
01:19

შსს: საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ - საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
01:15

ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ - საქართველო აშშ-ის სახელმწიფო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო