შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა


დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, შოთა რეხვიაშვილმა, სალომე ზურაბიშვილს, რეგიონში არსებული ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალი გააცნო და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობაზე და ინტეგრაციის აუცილებლობაზე.

მარნეულში სტუმრად მყოფი პრეზიდენტი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრს და თამარისის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა. ასევე მოინახულა დამია-გეურარხში და აზიზქენდში სახელმწიფოს ხელშეწყობით გახსნილი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები.

სალომე ზურაბიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად იმყოფებოდა ბოლნისის ახლადაშენებულ მუზეუმში, სადაც ამ ეტაპზე კოლექციების მისაღებად საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტი მუნიციპალიტეტში კულტურისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც შეხვდა და სფეროში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, პირადად მათგან მოისმინა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დღის განმავლობაში, ეკომიგრანტი ქალების მიერ შექმნილი ძის გადამამუშავებელი კოოპერატივი ,,დისველი“ მოინახულეს და ადგილზე საწარმოო პროცესს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სტუმრობის მიზანი, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების პოტენციალის გაცნობა და განვითარების მხარდაჭერაა.
#ქვემოქართლი2019
#საქართველოსპრეზიდენტი2019
#სალომეზურაბიშვილი2019
#სახელმწიფორწმუნებული2019
#შოთარეხვიაშვილი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან