თომას ჰამერბერგთან შეხვედრა
კაფე „ფოლკ გარდენში" ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ, სხვადასხვა არასამთავრობო ორაგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებსა და ბლოგერებთან, არაოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩის მოადგილე, ბორის იაროშევიჩი მასპინძლობდა. შეხვედრის მთავარი სტუმარი თომას ჰამერბერგი გახლდათ. ჰამერბერგი, რომელიც 2006-2012 წლებში ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისრის თანამდებობაზე მუშაობდა, ამჟამად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში, საგანგებო მრჩეველია. ქალთა საკითხები, ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესბობების მდგომარეობა ქვეყანაში, შრომითი უფლებები.. ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც არაოფიციალურ გარემოში, ორ საათზე მეტხანს ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ჰამერბერგს საკუთარი მოსაზრებები და არსებული პრობლემებიც გააცნეს. მათი განმარტებით, მსგავსი შეხვედრები, ადამიანის უფლებათა კუთხით, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
შებვედრა თომას ჰამერბერგთან
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
ექსკლუზიური ინტერვიუ თომას ჰამერბერგთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარიამ ბოლქვაძის კითხვა თომას ლეონარდის ფორმულის შესახებ | S...
SEPIA Georgia
თომას ზღაპრების მკითხველები / giorgi kekelidze
giorgi kekelidze
#ახალიდღე „თომას ზღაპრების“ 10 წლის ილუსტრატორი - ნიკოლოზ ლო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თომას ჰოპკინსის საჯარო ლექცია: დემოკრატია და მრეწველობა რევო...
Ilia State University
თომას მანი - უდიდესი რომანისტი და ინტელექტუალური პროზის ოსტა...
TV IMEDI
თომას დე ვაალი
info9 info99