ვისწავლოთ სიმღერით გაზაფხული (მეხუთე ვიდეო)

05/04/2020
Codna Ge-ის მიერ

ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით ამ სიტუაციის გამო მე და ჩემმა გუნდმა პროექტი „ცოდნის მხიარული სამყაროს“ http://codna.ge/ ახალ გადაცემაზე მუშაობა დროებით შევაჩერეთ, მაგრამ

სახლის პირობებში ჩემს ბიჭთან ერთად ახალ გადაცემებზე დავიწყე მუშაობა. „ვისწავლოთ სიმღერით“- ეს ერთგვარი მინი პროექტია, რომელიც თქვენს პატარებს რიცხვებს, ფერებს და ბევრ სხვა საინტერესოს შეასწავლის.
ეს ყველაფერი კი სახალისო სიმღერებით მოხდება. თქვენ თავად შეგეძლებათ, პატარებს ვიდოსთან არსებული სიმღერის ტექსტის ათვისებაში დაეხმაროთ, რის შემდეგაც ვიდეო თავიდან ჩართეთ და ჩვენთან ერთად იმღერეთ.

დამერწმუნეთ, ბავშვები ძალიან გაერთობიან და მათთვის საჭირო ცოდნასაც მიიღებენ! სხვა ვიდეოების სანახავად იხილეთ ჩვენი პროექტის ვებ-გვერდი: http://codna.ge/ka/408/
პროექტის ავტორი ვახტანგ ჯინჯიხაძე

გაზაფხული
გაზაფხული როცა მოდის,
ხარობს მთელი სამყარო-
თბება მიწა, დნება თოვლი
მწვანე ფერი ნავარდობს.

ჩიტების სტვენა, ხალისი,
ბუნებას აღვიძებს.
მარტი, აპრილი, მაისი-
გაზაფხულის სამი თვე.