იუსტიციის სისტემის ინფრასტრუქტურა და სერვისები შშმ პირებისათვის ყველაზე მეტად ადაპტირებულია,
06/14/2017
Ministry of Justice of Georgia-ის
მიერ
ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისები და მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო − იუსტიციის სამინისტროს სისტემა შშმ პირებისათვის საკუთარ სივრცესა და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და უკეთ ადაპტირებულს ხდის.
თბილისის იუსტიციის სახლი:
გარე პერიმეტრზე დაპროექტებული და აშენებულია პანდუსი ეტლით მოსარგებლეებისთვის, რომელიც შიდა სივრცეს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის; მომსახურების დარბაზებში ეტლით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი, საკონსულტაციო სივრცეები კი სპეციალური მაგიდებითაა აღჭურვილი, რომლებიც ეტლით მოსარგებლეთათვისაა ადაპტირებული.
სივრცე სრულადაა მორგებული უსინათლოებსა და მცირემხედველთა საჭიროებებზე. შიდა სივრცეში დაგებულია სპეციალური ტაქტილური ბილიკები; კიბის უჯრედები და საფეხურები, ლიფტისა და სხვა საჭირო ადგილების შესასვლელები მონიშნულია სპეციალური იატაკის საფარით; ბრაილის შრიფტითაა დამზადებული შესასვლელში განთავსებული სანავიგაციო რუკა და მიმართულების აღმნიშვნელი წარწერები; ყველა სართულზე, ყველა ოთახზე არის მანიშნებლები, ასევე, ბრაილის შრიფტით შესრულებული; უკვე არსებობს ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების თბილისის იუსტიციის სახლის მსგავსად ადაპტირების პროექტი.
შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის ვებგვერდი და ონლაინსერვისებიც. უსინათლო და მცირემხედველთათვის განკუთვნილია ვებგვერდის ადაპტირებული ვერსია სამი სხვადასხვა ფუნქციით: ხმოვანი, კონტრასტული, ზრდადი.
სერვისების დამოუკიდებლად მიღება სულ მალე იქნება შესაძლებელი სმენადაქვეითებული და ყრუ მოქალაქეებისთვისაც. უკვე შეირჩნენ ოპერატორები, რომლებიც ჟესტების ენას დაეუფლებიან.
სერვისების განვითარების სააგენტო:
ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს სახლიდან გაუსვლელად 31 სხვადასხვა სერვისის მიღება შეუძლიათ. კონსულტაციას მათ კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ.
უსინათლო და მცირემხედველებისათვის სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებგვერდი (voice.sda.gov.ge) ფუნქციონირებს, რომლის საშუალებითაც უსინათლო პირები ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში იღებენ. დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით მხედველობადაქვეითებული მომხმარებლებს შეუძლიათ, შეცვალონ საიტის ფონის ფერი და შრიფტის ზომა.
შშმ პირებისთვისაა ადაპტირებული იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურა, სულ მალე კი დაიწყება ცენტრების ვებგვერდების ადაპტირება უსინათლოებისათვის.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო:
უსინათლო და მცირემხედველ პირებს უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რიგი დოკუმენტაციის მიღება ბრაილის შრიფტით შეუძლიათ.
ადაპტირებულია უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული პროგრამა (https://naprweb.reestri.gov.ge), რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცნობა და უფასო ელექტრონული სერვისების მიღება შშმ პირებს ხმოვანი პროგრამით გამოყენებით მარტივად შეუძლიათ.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ინფრასტრუქტურისა და სერვისების ხელმისაწვდომობა უწყებებს შშმ პირების დასაქმების საშუალებას აძლევს. დღეისათვის სამინისტროსა და სსიპ-ებში 30-მდე შშმ პირი მუშაობს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივება დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით გახდა შესაძლებელი. იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის პოლონეთის საელჩოს საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამას, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, კავშირს „მარიანი“, საქართველოს უსინათლოთა კავშირს.