პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ფოთის ყოფილ მერს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალაქ ფოთის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის II ნაწილით (ქრთამის მოთხოვნა და აღება), 25, 180-ე მუხლის III ნაწილით (თაღლითობაში დახმარება), 210-ე მუხლის II ნაწილით (ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება და გამოყენება) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 40 000 ლარი და 3 წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ამავე განაჩენით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ათი პირი, მათ შორის - ფოთის მერიის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო, ოთხმა ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
ფოთის ყოფილ მერს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
საქართველოს პროკურატურა
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 17 და...
საქართველოს პროკურატურა
ე.წ. „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე ზ.ა. და დ.ჭ. დამნაშა...
საქართველოს პროკურატურა
ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნა...
MULTIMEDIA GE
დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონ...
საქართველოს პროკურატურა
გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირ...
საქართველოს პროკურატურა
თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდ...
საქართველოს პროკურატურა