დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმე

13.05.2021 03:02

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები - ო.ფ, ჩ.ფ. და ო.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ფ-მ, ჩ.ფ-მ და ო.მ-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში მათ მიერ დარეგისტრირებული გამოგონილი პიროვნების, კერძოდ, ვითომდა საქართველოში მცხოვრებ, წარმოშობით გერმანელ ფრენკ ლუკას ბალაკის სახელით  კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან - აშშ-ის მოქალაქე დ.კ-სთან. ნდობის მოპოვების შემდეგ, ბრალდებულები გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოჰყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. დ.კ-მ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რასაც ო.ფ, ჩ.ფ. და ო.მ. მართლსაწინააღმდეგოდ  დაეუფლნენ.   ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი
01:59

დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოს...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების მიმართ თაღლითობის ფაქტი გამოავლინა
01:56

პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების მიმართ თაღლითობის ფაქტ...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა
03:30

პროკურატურამ დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი...

საქართველოს პროკურატურა

ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
02:49

ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურამ თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავა
00:42

პროკურატურამ თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსა...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ 11 პირს ბრალი წარუდგინა
01:22

პროკურატურამ 11 პირს ბრალი წარუდგინა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა
01:57

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავ...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
02:50

პროკურატურამ დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლე...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო