პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ფოთის ყოფილ მერს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალაქ ფოთის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის II ნაწილით (ქრთამის მოთხოვნა და აღება), 25, 180-ე მუხლის III ნაწილით (თაღლითობაში დახმარება), 210-ე მუხლის II ნაწილით (ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება და გამოყენება) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 40 000 ლარი და 3 წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ამავე განაჩენით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ათი პირი, მათ შორის - ფოთის მერიის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო, ოთხმა ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან