მმართველი პარტია „ევროპულ საქართველოს“ პროვოკაციაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნების“ შტაბში სოფელ ერგეტაში დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურნენ. შტაბის ხელმძღვანელის დავით კოდუას თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრები და მერობის კანდიდატი ლელა ქებურია მათ მიკრო შტაბში შევარდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს. მისივე თქმით, ამ ფაქტს წინ ქებურიას მეუღლის გია ჯიქიას მხრიდან "ქართული ოცნების" აქტივისტის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა. „მოძალადე და გაკოტრებული, ნაციონალური მოძრაობის" შვილობილი პოლიტიკური მოძრაობა მერობის კანდიდატთან და ზონდერ-ჯგუფთან ერთად ცდილობდა ჩვენს მიკრო-შტაბში აეტეხა ბუნტი, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. მათ დღევანდელი აქციისთვის ერგეტაში სულ 15-მდე ადამიანის მობილიზება მოახერხეს, ამიტომაც გამოიჩინეს აგრესია. ჩვენს შტაბთან იდგა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც ჯიქიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, თუმცა, მალევე გააშველეს“, - აღნიშნა კოდუამ. მან ჟურნალისტებს ვიდეომასალაც აჩვენა, რომელიც მმართველი პარტიის ერგეტის მიკროშტაბშია გადაღებული.მერობის კანდიდატის მეუღლის გია ჯიქიას თქმით, მას და პარტიის აქტივისტს ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიქიას ინფორმაციით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" მხარადმჭერები იყვნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მმართველი გუნდის გზავნილები ოპოზიციას / ოპოზიციის კოლექტიური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი უგულავას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები: პარტია ზურაბიშვილის გამო დ...
Radio Atinati
საკონსტიტუციო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ რამდენიმე წევრმა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ურთიერთბრალდებები „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი „ევროპულ საქართველოში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ოპოზიციასთან - ევროპარლამენტარების შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster