„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები: პარტია ზურაბიშვილის გამო დავტოვეთ

16.10.2018 01:44

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები, რომლებიც „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ, ამბობენ, რომ მათ მიერ მმართველი პარტიის დატოვების ძირითადი მიზეზი ზურაბიშვილის კანდიდატურაა. ისინი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთვის მიუღებელია. „იყო რამდენიმე მიზეზი, ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესი შენელდა და ამის ფონზე ზურაბიშვილის მხარდაჭერა საბოლოო შეძახილი იყო ჩემთვის, რომ მე უნდა დამეტოვებინა პარტია. ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის, რადგან ახლაც ბრძოლა მიწევს“, - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი გუნდის საოლქოს ყოფილმა უფრსომა ლაზარე ავალიანმა. ოპოზიციაში გადასული მმართველი პარტიის წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებელია. 17 წევრის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ დღეს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა. „ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვიდექით, გვქონდა დაპირისპირება, დისკუსია, გვაერთიანებდა ხედვა, რომ გვინდა უკეთესი საიმედო ხვალინდელი დღე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელი გახდა. ყველაზე მძიმე ამ ადამიანებისთვის აღმოჩმნდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ის არის კანდიდატი, რომლის მხარდაჭრა ნიშნავს კომპრომისს საკუთარ სინდისთან. ეს არის ნელად მოქმედი ნაღმი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს „ქართულა ოცნებამ“ დაუდო“, - აღნიშნა უგულავამ. მან მმართველი პარტიის სხვა წევრებსაც მოუწოდა, გადადგნა მსგავსი ნაბიჯი, რადგან, მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბებში ზურაბიშვილის მხარდაჭრის გამო წინააღდეგობებია. „სიამაყით მინდა მოგესალმოთ და მადლობა გითხრათ, რომ იბრძვით სიმართლისთვის, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ აღარ არის. ეს კოალიცია, რომელიც გულისხმობს „არა სალომე ზურაბიშვილს“ აპოგეას მიაღწევს 28 ოქტომებრს მისი დამარცხებით“, - დასძინა უგულავამ. მმართველი პარტია ზუგდიდში ძირითადად „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა, აგიტატორებმა და სხვა წევრებმა დატოვეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ევროპული საქართველო“ 150-მდე ადამიანმა დატოვა
01:40

„ევროპული საქართველო“ 150-მდე ადამიანმა დატოვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციები
01:25

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - პოლიტიკური შეფასებები
02:22

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - პოლიტიკური შეფასებებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კონსულტაციები ოპოზიციაში
03:37

კონსულტაციები ოპოზიციაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების განცხადება
00:51

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - პოლიტიკოსების შეფასებები
01:35

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - პოლიტიკოსების შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 „ქართული მარშის“ აქცია
00:59

#არჩევნები2020 „ქართული მარშის“ აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კახა კუკავა: ზუგდიდის ხელისუფლებაში ენმ-ს წევრები დაბრუნდნენ
00:52

კახა კუკავა: ზუგდიდის ხელისუფლებაში ენმ-ს წევრები დაბრუნდნენ

Radio Atinati

ყველა ვიდეო