ბოლნისში ღია ტიპის სავარჯიშო მოედანის მოწყობა მიმდინარეობს

07/25/2016

2016-07-25_215421ქალაქ ბოლნისში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი კეთდება. „იცხოვრე სპორტით და დარჩი ახლაგაზრდა“ - აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, მსგავსი ტიპის მოედნები ეტაპობრივად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. მოედანზე განთავსდება სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირებას. ახალი მოედანით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, იგი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი ერთ კვირაში გაიხსნება.

ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/xyGXml
ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/XCg1IS

ვიდეოები „გაზეთი ბოლნისი"-ისგან